logo
ENG



რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში აფეთქების შედეგად თანამშრომელი დაიღუპა

05 ოქტ 202110:55
3 წუთის საკითხავი
 

რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში აფეთქება მოხდა. უბედურ შემთხვევას იქ დასაქმებული 60 წლამდე კაცი ემსხვერპლა. აფეთქების მიზეზი უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.


close დახურვა