logo
ENG



რუსი ოკუპანტების მიერ დონეცკის დაბომბვას 3 ადამიანი ემსხვერპლა, 8 კი დაშავდა

26 ივლ 202209:51
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/26/7v3hosz1ygnr6h1.jpg

რუსმა ოკუპანტებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში დონეცკის დასახლებული პუნქტები დაბომბეს. დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 8 კი დაშავდა. 

კირილენკოს თქმით, თავდასხმა დონეცკის ოლქის ქალაქ კრასნოგოროვკაში, სოლედარში და მარიინკაში მოხდა.

დონეცკის რეგიონში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დღემდე, 642 ადამიანი დაიღუპა, 1 668 მშვიდობიანი მოქალაქე კი დაშავდა. აღსანიშნავია, რომ ეს მონაცემები არ მოიცავს მარიუპოლსა და ვოლნოვახაში დაღუპულებსა და დაჭრილებს.


close დახურვა