3 მარტს, ჩერნიგოვის დაბომბვას 47 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ინფორმაციას ჩერნიგოვის რეგიონული ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
"სამედიცინო დაწესებულებების განახლებული ინფორმაციის თანახმად, გუშინ, 3 მარტს, ჩერნიგოვის ტერიტორიაზე რუსული ავიაიერიშის შედეგად დაიღუპა 47 ადამიანი - 38 მამაკაცი და 9 ქალი", - ნათქვამია ინფორმაციაში.