logo
ENG



რუსული დაბომბვის შედეგად დონეცკის ოლქში 2 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა

26 აგვ 202211:46
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/26/hfykfgo5rq8cvti.jpg

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, რუსული დაბომბვის შედეგად დონეცკის ოლქში 2 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა.

"რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას კლავს! 25 აგვისტოს რუსებმა დონეცკის რეგიონში 2 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს: სევერსკსა და ზელენოპოლიეში. 6 ადამიანი დაშავებულია," - თქვა დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა