logo
ENG



რუსული დაბომბვის შედეგად ქალაქ ბახმუტში 6 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა

11 აგვ 202211:27
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/11/bhk7vigrszd7obo.jpg

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, რუსული დაბომბვის შედეგად უკრაინის ქალაქ ბახმუტში 6 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა.

"წინასწარი ინფორმაციით, 12 სახლი დაზიანდა, მათგან ოთხს ცეცხლი გაუჩნდა. ბახმუტი დონეცკის რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილად რჩება. აქ დარჩენა საშიშია! კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას ევაკუაციისკენ," - თქვა დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა