logo
ENG



რუსული მხარის მტკიცებით, უკრაინის ძალები რუსეთის სასაზღვრო რეგიონებს თავს დაესხნენ

05 ივლ 202317:10
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/05/yufpmgawro3fg5c.jpeg

რუსული მხარის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე, კერძოდ, კურსკისა და ბელგოროდის ოლქებზე შეტევა განახორციელეს.

მოცემულ ინფორმაციას Telegram-ის საშუალებით ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი ავრცელებს - "ქალაქ ვალუკი უკრაინის შეიარაღებული ძალების ცეცხლის ქვეშაა",- განაცხადა მან.

გლადკოვის ცნობით, უკრაინულმა მხარემ მოქმედება 5 ივლისს, გამთენიისას წამოიწყო და შეტევა ერთ საათს გრძელდებოდა.

ორივე ოლქის გუბერნატორი აცხადებს, რომ სარაკეტო თავდასხმას მოჰყვა ნგრევა და არის რამდენიმე დაშავებულიც.

აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეების განმავლოვაში გაიზარდა თავდასხმები რუსეთის მიწაზე, განსაკუთრებით უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებში. სამშაბათს, 4 ივლისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვის მახლობლად  ჩამოაგდო ხუთი უკრაინული დრონი, რაც კრემლმა "ტერორისტულ თავდასხმად" შერაცხა. როგორც წესი, რუსეთის ტერიტორიებზე მომხდარ თავდასხმებზე უკრაინა ოფიციალურად პასუხისმგებლობას არ იღებს.

 

close დახურვა