სწორედ მიხეილ სააკაშვილის ბოლო ჩართვა ვივა მედის კლინიკიდან და მისი კადრი, გახდა მთავარი წითელი ხაზი, რის შემდეგაც, უკრაინის პრეზიდენტმა, საქართველოს ელჩის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო. უკიდურესად დაზიანებული პარტნიორობა და დაპაუზებული დიპლომატიური ურთიერთობები უკრაინასთან. საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გლობალურად ჩვენი ქვეყანა ყველაზე არასამართლიანი და პრორუსული გამოჩნდეს. ომის თავიდან არიდების მოტივით შეფუთული რუსული პროპაგანდა, რომლის პარალელურადაც ვიხილეთ რუსული რეისები თბილისში. ბოლო ინფორმაციით კი - როს ავიაციამ მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით - 284 რეისის ფრენის ნებართვა გასცა.
რუსული ოცნება - შაბათის ფორმულა
08 ივლ 202320:52
3 წუთის საკითხავი