ზოგიერთ რაიონში მცხოვრებლებს ევაკუაციისკენ მოუწოდეს, მაგრამ ქალაქის ხელმძღვანელის, ოლექსანდრ ვილკულის განცხადებით, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
უკრაინამ განაცხადა, რომ დარტყმა იყო რუსეთის შურისძიება მისი ბოლო კონტრშეტევისთვის.
"თქვენ [რუსები] ხართ სუსტები, რომლებიც ებრძვიან მშვიდობიან მოსახლეობას. ნაძირლები, რომლებიც ბრძოლის ველიდან გამოქცეულნი, სადღაც შორიდან ცდილობენ ზიანი მოყენებას."- ჰანაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ წყალსაცავს "საერთოდ არ აქვს სამხედრო ღირებულება".
ვილკულმა თქვა, რომ ღამით ორი აფეთქება განხორციელდა კაშხლიდან მდინარე ინჰულეტში წყლის ნაკადის გაზრდის მიზნით.
თავდასხმის შედეგად ქალაქში წყალმომარაგება დაზარალდა , სადაც ომამდელი მოსახლეობა 600 000-ზე მეტ ადამიანს შეადგენდა.
უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, წყალმა კაშხალი გაარღვია და მდინარის ნაპირებიდან გადმოვიდა, რამდენიმე სახლი დაიტბორა.
ოლექსანდრ ვილკულმა თქვა, რომ წყლის დონე მდინარე ინჰულეტში ახლა "საკმაოდ დაეცა". მისი თქმით, მსხვერპლი არ ყოფილა.
მოსკოვს საჯაროდ სარაკეტო დარტყმის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.
რუსეთის არმიამ ადრე აღიარა, რომ დაარტყა ენერგორესურსების წარმომქმნელ სამიზნეებს, რამაც გამოიწვია ფართო გათიშვა, რომელიც მილიონობით ადამიანს შეეხო აღმოსავლეთ უკრაინაში გასულ კვირას.