logo
ENG



რუსულმა ძალებმა ახტირკაში თბოელექტროსადგური გაანადგურეს, დაღუპულია 5 თანამშრომელი

06 მარ 202207:28
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/06/68vbwqnexzcq2m3.png

რუსულმა ძალებმა ახტირკაში თბოელექტროსადგური გაანადგურეს, დაღუპულია 5 თანამშრომელი. ინფორმაციას სუმის რეგიონული ადმინისტრაციის თავმჯდომარე, დიმიტრი ჟივიცკი ავრცელებს.

"რუსული ავიაცია აგრძელებს ინფრასტრუქტურისა და რეგიონის კრიტიკული ობიექტების დაბომბვას! გუშინ რუსებმა გაანადგურეს თბოელექტროსადგური, დაიღუპა ხუთი მუშა", - აცხადებს ჟივიცკი.

როგორც ის აღნიშნავს, ახტირკაში ჯერ ისევ არ არის გათბობა, მოსახლეობას კი წყალი და ელექტროენერგია ნაწილობრივ არ მიეწოდება.

"ახტირკა ნაწილობრივ გაქრა! რუსულმა ავიაციამ გაანადგურა ქალაქის პროდუქტების ბაზა, სამშენებლო მასალების საწყობი და ავტოსადგომი. დაიბომბა საცხოვრებელი სექტორი, დაღუპულთა რაოდენობა ზუსტდება", - განაცხადა მან.


close დახურვა