უკრაინული მედიის ცნობით, რუსულმა ძალებმა კონსტანტინოვკა დაბომბეს, რასაც მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე ემსხვერპლა.
"13 მაისს რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ჯარებმა კიდევ ერთხელ დაარტყეს ქალაქ კონსტანტინოვკას. ოკუპანტების თავდასხმის შედეგად დაიღუპა ორი მცხოვრები, მათ შორის 15 წლის გოგო.
10 ადამიანი დაშავდა. მათ შორის ორი მოზარდი - 15 და 16 წლის. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს", - აცხადებს გენერალური პროკურატურის ოფისი.
დაბომბვის შედეგად დაზიანდა და განადგურდა მრავალსართულიანი შენობები და კერძო სახლები, ბენზინგასამართი სადგური, აფთიაქი და მაღაზიები. წინასწარი მონაცემებით, რუსულმა ძალებმა ქალაქს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ესროლეს.