სლავიანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვადიმ ლიახის განცხადებით, რუსულმა ძალებმა სლავიანსკში საბავშვო ბაღი დაბომბეს.
"ჩვენი დილა ისევ არ იყო კარგი. ქალაქი ისევ დაბომბეს. ტერემოკის საბავშვო ბაღი ტორსკაიას ქუჩაზე განადგურდა. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ ყოფილა. თავს გაუფრთხილდით," - თქვა სლავიანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.