logo
ENG



რუსულმა ძალებმა ხარკივის ოლქი დაბომბეს - არის მსხვერპლი

01 აპრ 202315:27
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/01/np57evhpaun6cgw.jpg

ხარკივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, რუსულმა ძალებმა ხარკივის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა.

"მტერი აგრძელებს რეგიონების დასახლებების დაბომბვას. დღეს, 12:00 საათზე, სოფელ დვურეჩნაიაში ოკუპანტების თავდასხმის შედეგად, 43 წლის კაცი, მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა", - თქვა ხარკივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 173 990 ჯარისკაცი დაკარგა. გენერალური შტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა