logo
ENG



რუს პილოტს, რომელმაც ხარკივი დაბომბა, უკრაინაში 12 წელი მიუსაჯეს

03 მარ 202317:34
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/03/fgxpucd5tfh7vyy.jpg

უკრაინაში რუს მფრინავს, რომელმაც ხარკივი დაბომბა, 12 წელი მიუსაჯეს. მას ბრალად ომის კანონებისა და ჩვეულებების დარღვევაში ედება ბრალი. გარდა ამისა, სასამართლომ სამი დაზარალებული კომპანიის სარჩელი დააკმაყოფილა, 1,1 მილიონი გრივნის ოდენობის თანხაზე.

უკრაინის პროკურატურის განცხადებით, 2022 წლის 6 მარტს მფრინავი ხარკივის დაბომბვაში მონაწილეობდა და რადიო-სატელევიზიო სადგურზე 8 ავიაბომბი ჩამოაგდო. დაბომბვის შედეგად დაზიანდა ანძა და სადგურის ადმინისტრაციული შენობა. უკრაინულმა ძალებმა ჩამოაგდეს თვითმფრინავი, მფრინავი კატაპულტირებით გადარჩა, რის შემდეგაც დააკავეს.

როგორც უწყებაში ამბობენ, რადიო-სატელევიზიო ანძა სამოქალაქო ობიექტია, რომელიც არ მოიყენება სამხედრო მიზნებისთვის, მის გარშემო კი სამხედრო ტექნიკა და იარაღი განლაგებული არ ყოფილა, ასევე არ იყო განლაგებული უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები.

უკრაინა ბრალდებულის სახელს არ ასახელებს. განცხადებაში კი აღნიშნულია, რომ ის რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების დასავლეთ სამხედრო ოლქის საჰაერო ძალებისა და საჰაერო თავდაცვის მე-6 არმიის სამხედრო ნაწილის მეთაურის მოადგილე.

TASS-ის ინფორმაციით, საუბარია ალექსანდრ კრასნოიარცევზე. თუმცა, The New York Times-ის ცნობით, კრასნოიარცევის თვითმფრინავი ჩერნიგოვის რაიონში ჩამოაგდეს და სახლს დაეჯახა, რის შემდეგაც მფრინავმა სავარაუდოდ მოკლა ერთ-ერთი ადგილობრივი, რომელიც მის დაკავებას ცდილობდა. შედეგად, კრასნოიარცევი ტერიტორიული თავდაცვის მებრძოლებმა დააკავეს.


close დახურვა