logo
ENG



რუხაძე:შეთანხმების არშესრულება, საერთაშორისო პარტნიორების შეურაცხყოფა იქნება

02 ივნ 202011:53
3 წუთის საკითხავი
clock 410

თუ 8 მარტის შეთანმხბა არ შესრულდება, წინასაარჩევნო პერიოდში პოლარიზების საფრთხე ისევ იქნება - ექსპერტები შეთანხმების შესრულების პასუხისმგებლობას ხელისუფელებას აკისრებენ. დარგის მკვლევარები ამბობენ, რომ შეთანხმება სწორედ პოლარიზების შესამცირებლად შედგა და მისი შეუსრულებლობა ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო ასპარეზზე ძლიერად დააზიანებს. 

ექსპერტების აზრით, იმ შემთხვევაში, თუ 8 მარტის შეთანხმება სრულად არ შესრულდება, ქვეყანაში პოლარიზაცია კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც საერთო ჯამში ქვეყნის დემოკრატიულ ანვითარებას ხელს შეუშლის.

„იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება შეთანხმების სრული შესრულება და ჩვენ ვნხავთ, რომ ოპოზიცია არ უჭერს მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს, ისევე როგორც ეს წინა შემთხვევაში მოახდინა "ქართუმა ოცნებამ", ეს პოლარიზაციას არ შეაჩერებს, პირიქით ეს პოლარიცაზიას გააღრმავებს და მიზანი რაც ჰქონდათ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს, რომ ქვეყანას პოლარიზაცია თავიდან აეცილებინა, არ მოხდება, რაც ქვეყანის დემოკრატიულ მშენებლობაზე ნეგატიურად აისახება“,-განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად საკმარისისა მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხმებიც, შესაბამისად ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში თუ მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებს ეს საერთაშორისო პარტნიორებისთვის მისასალმებელი ნაბიჯი იქნება, თუმცა როგორც ექსპერტები აცხადებენ დაკარგული რეპუტაციის აღსადგენად „ქართული ოცნებისთვის“ ეს საკმარისი არ იქნება.

„შეთანხმების დადებაში სერიოზული წვლილი აქვთ ჩვენ დასავლელ პარტნიორებს და თუ "ქართული ოცნება" ბოლომდე არ შეასრულებს ამ შეთანხმებას ეს ბუნებრივია იქნება შეურაცხყოფა საერთაშორისო პარტნიორების მიმართაც. იმ შემთხვევაში, თუ ივანიშვილი და "ქართული ოცნება" მიიღებს საკონსტიტუციო ცვლილებებს, მე ველოდები რომ საერთაშორისო საზოადოება ცალკე მიესალმება ამ კომპონენტს და იტყვის, რომ ახალი სისტემა უკეთესია საქართველოსთვის, თუმცა ეს არ იქნება საკმარისი დაკარგული რეპუტაციის აღსადგენად“,-აცხადებს გიორგი რუხაძე.

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მუშაობა "ქართულ ოცნებას" უკვე დაწყებული აქვს. კვირის ბოლოდან უკვე დაიწყება საერთო სახალხო განხილვები, ამის შემდეგ კი პროცესები კვლავ საკანონმდებო ორგანოში გადაინაცვლებს და სავარაუდოდ თვის ბოლოსთვის საკონსტიტუციო ცვლილებები სამივე მოსმენით იქნება დამტკიცებული. პროცესებში ოპოზიცია არ ჩაერთვება, მათი თქმით ეს მხოლოდ ტექნიკური საკითხებია და ამ ეტაპზე პრინციპულად მნიშვნელოვაია, რომ 8 მარტის შეთანხმება სრულად იქნას შესრულებული და პატიმრობიდან გაათავისუფლონ გიორგი რურუა.

შეგახსენებთ, საპარლამენტო არჩევნების გამართვა 2020 წლის ოქტომბერში იგეგმება. იქამდე კი პარლამენტში კონსტიტუციაში შესატან ცვლილებეზე უნდა იმსჯელონ - კერძოდ, არჩევნები მანდატების 120/30 გადანაწილებით ჩატარდება, ხოლო ბარიერი 1%-იანი იქნება. ამის შესახებ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით, 8 მარტს მოხდა.

8 მარტს ხელი ორ მემომორანდუმს მოეწერა, მეორე მართლსაჯულებასთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხებოდა. 

 


close დახურვა