logo
ENG



სააკაშვილის პირადი ექიმი: სუსტადაა, მაგრამ მზადაა, ხვალ წარდგეს სასამართლოს წინაშე

14 ნოე 202122:44
3 წუთის საკითხავი
 
სააკაშვილის პირადი ექიმი: სუსტადაა, მაგრამ მზადაა, ხვალ წარდგეს სასამართლოს წინაშე

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტი სუსტადაა, თუმცა მზადაა, ხვალ თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესს დაესწროს.

"დღეს იყო სუსტად, მაგრამ მე მითხრა, რომ მზად არის, ხვალ წარდგეს სასამართლოს წინაშე და მზად არის, დაელაპარაკოს ქართველ ხალხს. სუსტად არის, მაგრამ მზად არის მაგისთვის", - თქვა მან.

მისივე განცხადებით, ციხეში კოვიდის გავრცელების შესახებ იკითხა, რაზეც უპასუხეს, რომ "არავითარი კოვიდი არ ყოფილა".

"მითხრეს, რომ არავითარი კოვიდი აქ არ ყოფილა, მე ვიმეორებ, რაც მითხრეს. მეტი ინფორმაცია არ მაქვს. დღეს, გუშინდელი დღისგან განსხვავებით, შეძლო ჩამოსვლა მე-5 სართულიდან ქვემოთ, ლიფტით და შემხვდა პაემნების ოთახში. გუშინ ეს შესაძლებლობა არ ჰქონდა. გამოიყურება სუსტად, მაგრამ მზად არის ხვალინდელი შეხვედრისთვის სასამართლოში", - განაცხადა ექიმმა.

სააკაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი 10 ნოემბერს გაიმართა, თუმცა მასზე სააკაშვილი არ დაასწრეს.

დღეს, 14 ნოემბერს 2-საათიანი ლოდინის შემდეგ სააკაშვილთან კონსილიუმის წევრები არ შეუშვეს, მიზეზად კი არასამუშაო საათები დაასახელეს.

სააკაშვილი 45-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მისი მდგომარეობა მძიმეა. ექიმის თქმით, სააკაშვილს სიარულიც აღარ შეუძლია. ის შიმშილობას შეწყვეტს, თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ, თუმცა, ხელისუფლება ამაზე უარს აცხადებს. 

მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით 3 ნოემბრიდან შიმშილობს ელენე ხოშტარია, 13 ნოემბერს დაიწყო შიმშილობა გირჩი-მეტი თავისუფლებას ქუთაისის ოფისის წევრმა, იმედა კლდიაშვილმა, დღეს კი კიდევ 10-მა ოპოზიციონერმა. შიმშილობას იწყებს პაატა ბურჭულაძეც.


close დახურვა