logo
ENG



სააკაშვილი: ზელენსკიმ ადამიანურობის ეტალონი გამოაჩინა, ომის დროს ჩემთვის მოიცალა

04 ივლ 202316:16
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/04/1gkvfa4ocdz2lym.png

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ადამიანურობის ეტალონი აჩვენა, როცა ომის დროს მისთვის მოიცალა.

"პრეზიდენტმა ზელენსკიმ გამოაჩინა ადამიანურობის ეტალონი და გაგანია ომის და ნატოს სამიტისთვის მზადების დროს მოიცალა ჩემთვის. როგორ შეიძლება თუნდაც ამის გამო არ გიყვარდეს უკრაინა და არ სცემდე პატივს მის პრეზიდენტს.

მე ვრჩები უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმათა საბჭოს თავმჯდომარედ და რა თქმა უნდა გმირული ქვეყნის ამაყ მოქალაქედ. უახლოეს დღეებში ველოდები კარგ ამბებს ფრონტიდან. ასევე დიდი მადლობა ანდრეი ერმაკს, მიხაილო პოდოლიაკსა და დმიტრო კულებას", - წერს სააკაშვილი.

გუშინ, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი სასამართლო პროცესს დისტანციურად ჩაერთო. მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოზე სიტყვით გამოსვლისას საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და ფიზიკური მდგომარეობის საჩვენებლად მაისური აიწია. 

გამოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილს მკვეთრად აქვს წონაში დაკლებული, რაზეც მეტყველებდა გამოკვეთილი ნეკნები და მუცელი. 

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემას ითხოვს და საქართველოს ელჩს სთავაზობს, რომ კონსულტაციებისთვის თბილისში ჩავიდეს. 


close დახურვა