logo
ENG



სააკაშვილი: მე დავიწყე წყალტუბოს განვითარება, ივანიშვილი 700 მილიონს აცლის ქვეყანას

29 ოქტ 201918:45
3 წუთის საკითხავი
 
ikd8jc7xtqy19oa.png

საქართელოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ წყალტუბოს აღორძინების გეგმას ეხმაურება და აცხადებს, რომ ივანიშვილი ქვეყნის ქონებას ხელში უფასოდ იგდებს.

„2009 წელს მე წყალტუბოს განვითარება დავიწყე. ჩვენ დევნილებს ახალი ბინები ავუშენეთ და გამოვიყვანეთ სანატორიუმებიდან. შემდეგ დავიწყეთ ამავე სანატორიუმების განვითარება, რათა ამავე დევნილებს ქონოდათ სამუშაო და შემოსავალი. მე სპეციალურად ვიყავი მაროკოში, ავიღეთ ყველაზე ცნობილი სასტუმროს „მამუნიას“ ასლი და ამას ვაშენებდით სანატორიუმის, ყოფილი შახტიორის ადგილას, ეს უნდა ყოფილიყო წყალტუბოს ინტერკონტინენტალი. ჩვენ ყველა ტურისტულ ობიექტზე გვქონდა პროექტი და ეს ყველაფერი, ძირითადი ნაწილი 2013 წლის ბოლომდე უნდა დასრულებულიყო. ივანიშვილი მოვიდა და ყველაფერი გააჩერა. მან მოკლა ქუთაისის პარლამენტი და წყალტუბო ეს არის გაგრძელება პარლამენტის კომპლექსის გაგრძელება. საერთოდ ყველაფერი ერთადაა, ესაა ერთი დიდი კომპლექსი - აბასთუმანი, საირმე, ქუთაისის პარლამენტი, სვანეთის გზა და წყალტუბო. ივანიშვილი მოდის და ხელში იგდებს უფასოდ ქონებას, რომლის მინიმუმი ფასია 700 მილიონი დოლარი. 700 მილიონს აცლის ივანიშვილი საქართველოს და იდებს ოჯახის ჯიბეში,“ - აცხაედბს სააკაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი წყალტუბოში არსებულ ყველა სასტუმროსა და აბანოს ყიდულობს.

„მივიღე გადაწყვეტილება, პირადად ჩავუდგე სათავეში წყალტუბოს აღორძინების პროექტს,“- წერს „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი და აღნიშნავს, რომ წყალტუბოს რეაბილიტაცია ტურისტების მოზიდვისა და რეგიონის განვითარების გარდა, უამრავ ადამიანს დაასაქმებს, ასევე, დაკმაყოფილდება იქ მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირების ინტერესებიც.


close დახურვა