logo
ENG



სააკაშვილი: პოლიტიკოსების უმეტესობა მობეზრდა ხალხს, მხოლოდ საკუთარ თავზე ლაპარაკობენ

04 აგვ 202019:20
3 წუთის საკითხავი
 
6584u9htfnidzr2.jpg

"პარტიები ხალხს მობეზრდა, ყელში ამოუვიდა და სამართლიანადაც. მობეზრდა ერთი და იგივე ადამიანების ყურება. რა თქმა უნდა, მათ შორის არიან ღირსეული ადამიანები, დამსახურებული ადამიანებიც, მაგრამ მთლიანობაში, ძირითადი ნაწილი ხალხისთვის არის უკვე სრულიად გაუგებარი იმიტომ, რომ საქართველოში წლების განმავლობაში ლაპარაკობენ მხოლოდ საკუთარ თავზე და არ ლაპარაკობენ საკუთარ ხალხზე", - განაცხადა სააკაშვილმა "ტვ პირველთან" ჩართვისას. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ ნაციონალურ მოძრაობას პროპორციულ სიაში "ფართო საზოგადოებრივი კოალიცია" ექნება წარმოდგენილი. 

"2012 წელს ივანიშვილმა გააერთიანა ხალხი ფულით. 2020-ში ის ასევე ცდილობს, იმუშაოს ფულით და ცდილობს შექმნას ილუზია, რომ არ ხდება გაერთიანება. ეს პრობლემა საერთოდ არ არის იმიტომ, რომ ჩვენ, მართლაც, ნაციონალურ მოძრაობაში გვექნება წარმოდგენილი ძალიან ფართო საზოგადოებრივი კოალიცია. ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი შემოვა ქართულ პოლიტიკაში", - აცხადებს სააკაშვილი. 

მისი თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები "გამარჯვებული მიიღებს ყველაფერს" პრინციპით გაიმართება. 

"მე არა ვარ პარტიული სახელების კოლექციონერი. აღარ მიზიდავს, რაღაცნაირად, ბევრი პარტიული სახელის სადღაც ჯიბეში ჩადება, მით უმეტეს, ეს ჯიბე არ არსებობს. არსებობს ბრძოლა, ბრძოლაში ვინც არის წინ ის არის ABBA-ის სიმღერაში როგორც არის - The winner takes it all, გამარჯვებული მიიღებს ყველაფერს. და გამარჯვებული იქნება ის, ვინც იქნება ყველაზე ბრძოლისუნარიანი", - აცხადებს სააკაშვილი. 

საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. 

 

 


close დახურვა