საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება ირაკლი კობახიძის განცხადებას ენმ-ს რეგისტრაციის გაუქმებაზე და ამბობს, რომ "ამის არავის ეშინია". TV პირველის ეთერში ინტერვიუსას მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ასეთი სტუაციით მათი ბრძოლა პირიქით, დაჩქარდება.
"რაც უნდათ ის დაიწყონ, ჩვენ არაფრის გვეშინია. ჩვენი ხალხი შეჩვეულია ყველაფერს. მათ სცადეს ყველაფერი, ათასგვარი პროვოკაცია. ბოლოს და ბოლოს ჩალიჩობენ, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ჩემზე ან ვინმეზე აღძრან საქმე და ამით მაინც მოგვიშორონ და საქართველო დაადანაშაულონ ომში. ამაზე მეტი უბედურება, რაღა უნდა ჩაედინათ. ეს არის ხალხი, რომელიც ყველაფერზე ხელის მომწერია. საკუთარ დედასაც გაყიდის. ხალხი რა, ერთი კაცი ივანიშვილი. ამ სიტუაციაში ჩვენი ბრძოლა დაჩქარდება, ნურავის აშინებენ", - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
9 დეკემბერს ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარლამენტში დაინიცირდება კანონპროექტი, რომლის თანახმადაც საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება ყველა იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს. ასეთად მან დაასახელა: მოქალაქეობა და მსჯავრდებულობა.