logo
ENG



სააკაშვილი ოცნების რეაქციაზე: გაკვირვებული ვარ იმ შიშით, რაც ჩემმა კანდიდატურამ წარმოშვა

09 მაი 202012:14
3 წუთის საკითხავი
 

"როიტერთან" ინტერვიუში უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის რანგში სააკაშვილმა საკუთარ ამოცანებზე ისაუბრა. ამავე ინტერვიუში სააკაშვილმა უკრაინაში მისი მუშაობის პრიორიტეტები დაასახელა და საქართველოში მის მიმართ გამოთქმულ პრეტენზიებს არ გამოხმაურებია. 

„პრეზიდენტ ზელენსკის უკრაინის მოსახლეობისგან აქვს მკაფიო მანდატი, რომ ამოაშროს ჭაობი, გაწმინდოს არეულობა, კორუფციული უწესრიგობა, რომელიც მემკვიდრეობით მიიღო უკრაინამ და ოლიგარქიული ინტერესების წინააღმდეგ წავიდეს. საკმაოდ მნიშვნელოვანი დრო დაიკარგა არჩევნების შემდეგ. მაგრამ ახლა, გარდაუვალი მასშტაბური კრიზისის გამოწვევასთან ერთად, რომელიც მსოფლიოში არსებული ვითარების გამო მძიმედ ურტყამს უკრაინასაც, არ არსებობს სხვა არჩევანი, გარდა სწრაფი რეფორმებისა და ცვლილებების, რადგან საქმე გვაქვს სიტუაციასთან, როდესაც უკრაინა ან იცვლება ან ქრება. უკრაინას ეკონომიკური თავისუფლება სჭირდება. გაკვირვებული დავრჩი მეც და პრეზიდენტი ზელენსკიც იმ შიშით, რომელიც ჩემმა კანდიდატურამ წარმოშვა. ეს არის ძველი ლობისტების შიში, რომელთაც არ სურთ რაიმე ცვლილება. მათ იციან, რომ მე მაქვს ცვლილებების უნარი არა მხოლოდ საქართველოს გამო, არამედ ოდესის გამოც, სადაც გუბერნატორი ვიყავი ძალიან შეზღუდული ძალაუფლებით, მაგრამ ადგილობრივ დონეზე განსაკუთრებული ინტერესების წინააღმდეგ წავედი", - განაცხადა სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა. შესაბამისი გადაწყვეტილება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიიღო.

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, თეიმურაზ შარაშენიძეს, თბილისში კონსულტაციებზე გამოიძახებენ.

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და ის შეცდომად შეაფასა.

 

 


close დახურვა