logo
ENG



საქართველოს შეცდომა-ზელენსკი უკრაინაში საქართველოს ელჩის კონსულტაციებისთვის გამოწვევაზე

08 მაი 202014:54
3 წუთის საკითხავი
 

ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ჩვენს ელჩს არ გამოვიწვევდით კონსულტაციაზე, ქართველებმა შეცდომა დაუშვეს - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, სააკაშვილის დანიშვნის შემდეგ საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, უკრაინაში საქართველოს ელჩის კონსულტაციების მიზნით გამოწვევასთან დაკავშირებით. განცხადება ზელენსკიმ ტელეკომპანია "Наш"-თან საუბრისას გააკეთა.

"ქართველ ხალხთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ჩვენს ელჩს საქართველოში კონსულტაციებზე უკრაინაში არ გამოვიწვევთ... მიმაჩნია, რომ ეს საქართველოს მხრიდან დაშვებული შეცდომაა. ვფიქრობ, კონსულტაციების შემდეგ, ყველა მხარე მიხვდება, რომ ნებისმიერ ქვეყანაში მიმდინარე საკადრო პოლიტიკა, ეხება მხოლოდ იმ ქვეყანას და მის მოქალაქეებს",-განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა

დღეს კი ცნობილი გახდა, რომ რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, თეიმურაზ შარაშენიძეს, თბილისში კონსულტაციებზე გამოიძახებენ


close დახურვა