logo
ENG



სააკაშვილი როგორც უკრაინის რეფორმატორი - რა ურთიერთობები იქნება კიევსა და თბილისს შორის

03 მაი 202020:10
3 წუთის საკითხავი
 

ერთი კვირაა, რაც საქართველოდან უკრაინისკენ მიმავალი ოფიციალური საკომუნიკაციო არხები გადატვირთულია მუქარების, ულტიმატუმებისა და კატეგორიულობის შემცველი ფრაზებით. ამის მიზეზი საქართველოს მესამე პრეზიდენტის პოლიტიკური კარიერის შესაძლო განვითარებაა.

უკრაინის პოლიტელიტაში აქტიურად განიხილება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება. მან ზელენსკის მთავრობაში რეფორმების განხორციელება უნდა ჩაიბაროს. 

ეს კი მიუღებელი აღმოჩნდა "ქართული ოცნებისთვის", რომელიც თბილისიდან ოფიციალურ კიევს რჩევებს აძლევს შიდა საკადრო პოლიტიკაზე. "დროება" გთავაზობთ ისტორიის ორივე მხარეს - დაიბრუნებს თუ არა სააკაშვილი პოსტსაბჭოთა სივრცეში მთავარი რეფორმატორის წოდებას და რატომ სწირავს "ქართული ოცნება" პირად წყენას ორი მეგობრული ქვეყნის ურთიერთობებს. 


close დახურვა