logo
ENG



სააპელაციომ ანტიკორუფციულის წინააღმდეგ მამაცაშვილის სარჩელზე გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

02 დეკ 202211:15
3 წუთის საკითხავი
 

სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უჩა მამაცაშვილისა და ანტიკორუფციული მოძრაობის საქმეზე.

კერძოდ, საქმე ეხება ე.წ ქოლცენტრების საქმეს. მოძრაობამ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი ამ სქემასთან კავშირში დაადანაშაულა, რაზეც მამაცაშვილმა "ცილისწამებისთვის" სასამართლოში იჩივლა და მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის 150 000 ლარს ითხოვდა.

5 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ანტიკორუფციული მოძრაობის წევრებს ვასო ურუშაძესა და ლაშა ფარულავას მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის ჯარიმის სახით 5 000 - 5 000 ლარი დააკისრა.

"აღნიშნული პროცესი ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რომ განადგურეს როგორც კრიტიკული მედია, ასევე პოლიტიკოსებს არ ჰქონდეთ საშუალება თავისუფლად გამოთქვან თავისი შეფასებები სხვადასხვა მოვლენებზე. კრიტიკულ მედიებსაც ხან ლილუაშვილი უჩივის, ხან კახა კალაძე. ბიძინა ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა გადაწყვიტა, დაამყაროს მოსკოვის და კრემლის წესრიგი საქართველოსი, თუმცა ჩვენ ვპირდებით რომ არ დავიხევთ უკან და ბოლომდე ვიბრძოლებთ რეჟიმის წინააღმდეგ" - განაცხადა ანტიკორუფციული მოძრაობის წევრმა ლაშა ფარულავამ.

ბიზნესმენი უჩა მამაცაშვილი გასულ წლებში ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის დირექტორის მოადგილის და საქართველოს რკინიგზის დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა. მან 2017 წლიდან საინვესტიციო ფონდი Middle Seas Capital-ი დააფუძნა.


close დახურვა