logo

სააპელაციო სასამართლომ მელაშვილი და ილიჩოვა პატიმრობაში დატოვა

clock 24 clock 1636 clock 15 ოქტ 202016:12
0wgz6ue0av3dt3o.jpg

თბილისის სააპელაციო სასამართლომ აზერბაიჯანთან საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი წევრების ადვოკატების სააპელაციო სარჩელი არ დააკმაყოფილა და ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, პატიმრობაში დატოვა.

დაცვის მხარე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მელაშვილისა და ილიჩოვასთვის აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმებას ითხოვდა.

დავით გარეჯის საქმეზე საზღვრის დამდგენი კომისიის წევრები - ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პროკურატურამ 7 ოქტომბერს დააკავა.

გამოძიება მათ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. უწყება ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს". 

თავად დაკავებული კარტოგრაფები მათთვის წარდგენილი ბრალის მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ. იგივე მოსაზრება აქვს ოპოზიციას და სამოქალაქო სექტორს.

პროკურატურა რუსეთში მომუშავე ქართველი ბიზნესმენის, დავით ხიდაშელის, მიერ თავდაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებულ მასალებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ მელაშვილი და ილიჩოვა არასწორი რუკებით ხელმძღვანელობდნენ.

ივერი მელაშვილმა ბრალდებების პასუხად არაერთხელ გაიმეორა, რომ იმ რუკას, რომელიც, პროკურატურის მტკიცებით, კომისიას უნდა გამოეყენებინა, ხარვეზები აქვს და სამუშაოდ ვერ გამოდგებოდა.

დაცვის მხარე მიუთითებს, რომ ბრალდების უსაფუძვლობას ამტკიცებს საქმეში არსებული ჩვენებებიც. 

ბრალდების მხარე დაკავებულების მოტივებზე ამ დრომდე არ საუბრობს.

 

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა