logo
ENG



საბა ჩიხლაძე: პასუხისმგებლობა ჩვენ თავზე უნდა ავიღოთ, ღმერთს არ უნდა გადავაბაროთ

20 მარ 202021:49
3 წუთის საკითხავი
 

ფსიქოლოგი საბა ჩიხლაძე გადაცემა „COVID 19“-ში იმყოფებოდა სტუმრად, სადაც თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებზე ისაუბრა.

საბა ჩიხლაძე თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს ურჩევს, რომ სწორად შეაფასონ თავიანთი მდგომარეობა და დაიცვან ყველა წესი, რომელსაც სპეციალისტები იძლევიან.

მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ადამიანმა, რომელიც თვით იზოლაციაშია საკუთარი თავის და გარშემომყოფების ჯანმრთელობაზე იზრუნოს.

„ადამიანებმა სწორად უნდა შეაფასონ. პლატფორმა უნდა შექმნან თუ რა არის ეს თვითიზოლაცია. იდეურ დონეზე უნდა იაზრებდე თუ რატომ ხარ თვითიზოლაციაში. ეს ხდება იმიტომ, რომ დაიცვა საკუთარი თავი და გარშემომყოფები.  არ უნდა ეძებო სულ ნეგატიური და სულ პოზიტიური ინფორმაცია. ეს ორი უკიდურესობაა.

სოციალური ქსელი პანიკას უწყობს ხელს. ღმერთს და სხვა ძალებს არ უნდა გადავაბაროთ ის პასუხისმგებლობა, ჩვენ ჩვენ თავზე უნდა ავიღოთ“, - განაცხადა საბა ჩიხლაძემ.


close დახურვა