საოკუპაციო რეჟიმს საბერიო-ფახულანის ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან მავთუხლართების გავლების პროცესი არ განუახლებია, თუმცა ადგილზე რჩება ხის ბოძები, რომლებიც ახლახანს მიიტანეს.
შეგახსენებთ, რომ ამ მონაკვეთზე, საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია მიმდინარეობს, ცვლიან ადრე გავლებულ მავთულხლართებს, ასევე მიმდინარეობს დამატებითი უკანონო ინსტალაციების აგება.
სუს-ის ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტის შესახებ გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.