logo
ENG



საგანგებო: არ გადახვიდეთ გაყინული წყლის ზედაპირზე, შესაძლოა ყინულის ფენა ჩატყდეს

23 იან 202215:58
3 წუთის საკითხავი
 
2022/01/23/pv7mc4y9t625d48.jpg
თაკო მეფარიშვილი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს გაყინული წყლის ზედაპირებზე არ გადავიდნენ, რადგან ყინული შეიძლება ჩატყდეს და არსებობს სიცოცხლისთვის საფრთხე. 

განცხადების თანახმად, ლისისა და კუს ტბაზე, სადაც ტემპერატურის ვარდნის გამო წყალი გაიყინა, უსაფრთხოების მიზნით მობილიზებულია სახანძრო სამაშველო ჯგუფები.

"გაცნობებთ, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით, ტემპერატურის ვარდნის გამო, ტბებსა და წყალსაცავებზე არის ყინულის სხვადასხვა სისქის ფენა. რამდენიმე ტბაზე, განსაკუთრებით კი, თბილისში, ლისისა და კუს ტბებზე ყინულის ზედაპირზე შეინიშნება მოქალაქეთა გადაადგილება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე და არ გადახვიდეთ გაყინული წყლის ზედაპირზე. ყინულის ფენაზე ნებისმიერი ფორმით გადაადგილებამ შესაძლოა გამოიწვიოს მისი ჩატეხვა და საფრთხე შეუქმნას თქვენს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ ლისისა და კუს ტბის ტერიტორიაზე, უსაფრთხოების მიზნით, უკვე მობილიზებულია რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. გთხოვთ, დაემორჩილოთ მათ მითითებებს და დაიცვათ უსაფრთხოების წესები." – წერია განცხადებაში.

 

close დახურვა