logo
ENG



საგანგებო: 4 იანვრიდან ხანძრის 300-ზე მეტი კერა იყო, ყველა მათგანი ლიკვიდირებულია

10 იან 202115:03
3 წუთის საკითხავი
 
საგანგებო: 4 იანვრიდან ხანძრის 300-ზე მეტი კერა იყო, ყველა მათგანი ლიკვიდირებულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ტყისა და მინდვრის მასშტაბური ხანძრები სრულად ჩააქრო.

ამ ხნის განმავლობაში ხანძარს ებრძოდა 700-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, 100-მდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

4 იანვრიდან დღემდე საქართველოში იყო 300-ზე მეტი, სხვადასხვა მასშტაბის კერა. ყველა მათგანი ლიკვიდირებულია.

სახანძრო უსაფრთხოების პროტოკოლის მიხედვით, კერებზე კონტროლისა და მონიტორინგის მიზნით დარჩებიან მეხანძრე-მაშველები.

ხანძრები იყო სამეგრელოში, გურიაში, აჭარაში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთსა და შიდა ქართლში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს თავი შეიკავონ მინდვრებში, სახნავ-სათეს მიწებზე ცეცხლის დანთებისგან. მონადირეებმა დაიცავით უსაფრთოხების წესები ტყეებში გადაადგილებისას.

ხანძრებს გამოუსწორებელი შედეგი მოაქვს გარემოზე ზემოქმედების კუთხით, ასევე, მაღალია საფრთხე ცეცხლის სიახლოვეს მყოფი ინფრასტრუქტურისათვის.


close დახურვა