logo
ENG



საგანგებო მოსახლეობას მოუწოდებს, ხანძრების გაჩენის რისკი გამო ცეცხლი არ დაანთონ

18 ივლ 202211:01
3 წუთის საკითხავი
 
საგანგებო მოსახლეობას მოუწოდებს, ხანძრების გაჩენის რისკი გამო ცეცხლი არ დაანთონ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკის გამო არ დაანთონ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვონ ცეცხლის კერები უყურადღებოდ.

დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში კი 112-ზე დარეკონ.

"გაცნობებთ, რომ მომავალი დღეების განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნდება მომატებული ტემპერატურა და უნალექო ამინდები, რის გამოც, იზრდება ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად, მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვოთ ცეცხლის კერები უყურადღებოდ.

გასათვალისწინებელია, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს თვითაალება შეუძლიათ, შესაბამისად ნუ დაანაგვიანებთ გარემოს.

დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში კი დაუყოვნებლივ აცნობეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ს", - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა