logo

საგარეო ვალი მილიარდ ნახევრით გაიზარდა - აღებული ვალდებულებები პიკურ ნიშნულს უახლოვდება

clock 1 clock 174 clock 14 აგვ 202020:25

ქვეყნის საგარეო ვალი მხოლოდ წინა თვეში ​მილიარდნახევრით გაიზარდა. ქვეყნის მიერ კორონავირუსის პანდემიის შემდეგ აღებული ვალდებულებები წინა წლის ვალებთან ერთად, პიკურ ნიშნულს უახლოვდება.

ოპოზიციის კითხვები ხარჯვის მიზნობრიობას უკავშირდება, ასევე უპასუხოა, რატომ არ გამოიყენა სამ მილიარდ ლარამდე საბიუჯეტო ნაშთი ხელისუფლებამ კრიზისის დროს. ოპონენტების ვარაუდით, თანხა ივანიშვილის გუნდმა შეგნებულად წინასაარჩევნოდ შემოინახა. 

თითოეულ მოქალაქეს წლის ბოლოსთვის 7400 ლარამდე საგარეო ვალი ექნება. სწორედ ასეთს ერთ სულ მოსახლეზე 5 მილიარდზე მეტი საგარეო ვალის წილი რომლის აღებასაც მთავრობა აპირებს. ვალი ქვეყანას ეტაპობრივად ერიცხება და მნიშვნელოვნად იზრდება. მხოლოდ ივლისში, წინა თვესთან შედარებით სახელმწიფოს საგარეო ვალი მილიარდ 490 მილიონი ლარით გაიზარდა. 

ოპოზიციისთვის ეპიდემიის კრიზისულ პერიოდში ვალის აღება ბუნებრივია, თუმცა წინა წლებში მთავრობის მიერ აღებულ საგარეო ვალს უსაფუძვლოს მიიჩნევენ რაც, მის გადახდას მოქალაქეებისთვის კიდევ უფრო ამძიმებს. პოლიტიკოსებს კითხვები თანხის ხარჯვის მიზნობრიობასთანაც აქვთ.

ვალის არამიზნობრივად ხარჯვის არგუმენტებს ოპოზიციას ისიც უმყარებს, რომ ბიუჯეტში დარჩენილი ნაშთი მთავრობამ საჭიროების შემთხვევაში არ გამოიყენა და მოქალაქეებს სოციალური დახმარების მიღება ხელოვნურად გაუმართლა. ოპოზიცია ეჭვობს, კრიზისის დროს დახარჯვის ნაცვლად, ხელისუფლებამ თანხა ბიუჯეტში არჩევნებისთვის, მოქალაქეების გულის მოსაგებად შემოინახა.

სახელმწიფო საგარეო ვალი მთავრობისა და ეროვნული ბანკის საგარეო ვალს მოიცავს. ამ უწყებებში სატელევიზიო კომენტარები არ გაუკეთებიათ, თუმცა განგვიმარტეს რომ საგარეო ვალი გადახდის შესაძლებლობების შესაბამისად არის გათვლილი, ვალის გაზრდა კი პანდემიის გამო მოუწიათ. 

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა