logo
ENG



საგარეჯოში მცხოვრებ 18 წლის ბიჭს COVID-19 დაუდასტურდა

13 ივნ 202013:57
3 წუთის საკითხავი
 
wnu9ns4b23140kg.jpeg

საგარეჯოში მცხოვრებ 18 წლის ბიჭს COVID-19 დაუდასტურდა. ინფორმაცია „ფორმულას“ დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის რეგიონული განყოფილების წარმომადგენელმა, ნელი ხიზანიშვილმა დაუდასტურა.

მისივე განცხადებით, პაციენტთან კონტაქტში მყოფი 18 ადამიანი საკარანტინე ზონაში არის გადაყვანილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში, 851 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულ ადამიანებს, მათი რაოდენობა 5-ით გაიზარდა და 702 გახდა.

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ თუ კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა ასეთი მომატებული ტემპებით წავიდა, დავირუსების მეორე ტალღა გარდაუვალია.

მისივე განცხადებით, კოვიდინფიცირებული პაციენტების 10 წყარო დაუდგენელია.


close დახურვა