საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე არის გამოქვეყნებული.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულ ადამიანებს, მათი რაოდენობა 5-ით გაიზარდა და 702 გახდა.
ამ დროისთვის კორონავირუსის 851 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. კარანტინის რეჟიმშია 3026 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 297 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა.