logo

სადმე არ გადაგვეყაროს - შაქარაშვილის ოჯახი ბრალდებული ზ.ხ-ს მამასთან შეხვედრას არ აპირებს

clock 0 clock 738 clock 01 აგვ 202012:27

გიორგი შაქარაშვილის ოჯახი, ერთ-ერთი დაკავებულის, არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს მამასთან, თამაზ ხომასურიძესთან შეხვედრას არ აპირებს, - განაცხადა გარდაცვლილის ოჯახის ახლობელმა და ადვოკატმა მირიან ნიკოლაძემ. 

როგორც ნიკოლაძემ  აღნიშნა, თუ ბრალდებულის მამას რაიმეს თქმის სურვილი აქვს, ამისთვის არსებობს გამოძიება და ადვოკატები. 

„ვერ გეტყვით, ის რაღაც სათქმელი რა იყო. ეს თუ იყო ის, რასაც 2 დღეა ვისმენთ მისგან, ანუ აბსურდულ სისულელეებს, ბუნებრივია, არავის აქვს ინტერესი, რომ მას შეხვდეს და გაარკვიოს ურთიერთობები. ამისთვის არსებობს გამოძიება და ადვოკატები. მშობლებმა დამირეკეს და ზუსტად ასე მითხრეს: „სადმე არ გადაგვეყაროს, მათ შორის პროცესებზეც კიო, თორემ მოხდება ძალიან ცუდი ამბავი“, - განუცხადა "ფორმულას" მირიან ნიკოლაძემ. 

შეგახსენებთ, რომ არასრულწლოვნის მამამ, იმ მოტივით, რომ შაქარაშვილის დედისთვის რაღაც ჰქონდა სათქმელი, ოჯახთან შეხვედრა მოითხოვა. 

ცნობისთვის, გუშინ მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმის ფარგლებში დაკავებული 6 არასრულწლოვნის სასამართლო პროცესი გაიმართა. მოსამართლის გადაწყვეტილებით 6-ვე პირი წინასწარ პატიმრობაში დარჩა. 

მანამდე კიდევ ერთი სასამართლო პროცესი 27 ივლისს გაიმართა, სადაც 11 სრულწლოვან პირს პატიმრობა შეეფარდა.  

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა