logo
ENG



საერთაშორისო დონორთა კონფერენციაზე უკრაინისთვის 6.5 მილიარდი დოლარი შეგროვდა

05 მაი 202217:43
3 წუთის საკითხავი
 

საერთაშორისო დონორთა კონფერენციამ, რომელიც უკრაინისთვის თანხის მოზიდვის მიზნით გაიმართა, ქვეყნის დასახმარებლად 6.5 მილიარდი დოლარი შეაგროვა.

როგორც პოლონეთის პრემიერმინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ აღნიშნა, პოლონეთი უკრაინისთვის დამატებით 100 მილიონ ევროს გამოყოფს ჰუმანიტარული დახმარებისთვის. მისივე თქმით, აუცილებელია, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უფრო გამკაცრდეს.

"მადლობა ყველა შენატანისთვის, საბოლოო რიცხვი შემატყობინეს. ძალიან მოხარული ვარ გამოვაცხადო, რომ ჩვენ შევძელით 6.5. მილიარდი დოლარის შეგროვება... რუსულ გაზსა და ნავთობზე სრული ემბარგო აუცილებელია. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ რუსული აქტივებისა და ფედერალური რეზერვების კონფისკაცია. არ შეიძლება რაიმე ტაბუ არსებობდეს. სახსრები უნდა იყოს მიმართული უკრაინის აღდგენაზე", - განაცხადა მოროვეცკიმ.


close დახურვა