ბიურო, რომელიც კორუფციასთან ბრძოლის მთავარი მექანიზმი უნდა იყოს, ნდობასთან დაკავშირებით სულ უფრო მეტ კითხვას აჩენს. საერთაშორისო გამჭვირვალობამ შეისწავლა, რომ ანტიკორუფციულ ბიუროში მრჩევლის პოზიციაზე უჩა მამაცაშვილთან და ოცნების მაღალჩინოსნებთან დაახლოებული პირი - ვასილ ბაბლუანი დაინიშნა. თავის მხრივ, ბიუროს უფროსი კუპრაშვილი ღარიბაშვილის შერჩეულია, მრჩეველი კი ბიზნესმენი, ოცნების შემწირველი. ჩნდება კითხვა, როგორ ებრძვის სამსახური ელიტურ კორუფციას. გამჭვირვალობა ტყუილში დაადანაშაულა თავად ბაბლუანმა. ბიუროც და ბიზნესმენიც ხსნიან, რომ მრჩევლის პოზიცია დროებითი იყო, რაც კითხვებს მაინც არ ხსნის.