logo
ENG



სათადარიგო პრინცი - დროება

15 იან 202320:21
3 წუთის საკითხავი
 

პრინცად ყველა ვერ იბადება - თუმცა ვინც იბადება, ისიც შეიძლება დაბადებისთანავე სათადარიგო იყოს, ისე როგორც ეს პრინც ჰარის შემთხვევაშია. ,,სათადარიგო“ - სწორედ ასე ჰქვია მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და პოპულარული სამეფო ოჯახის წევრის პრინც ჰარის ავტობიოგრაფიულ წიგნს, რომელიც მაღაზიების თაროებზე გამოსვლამდე გახდა სკანდალური. სკანდალი ამ ოჯახისთვის ახალი არ არის - მეოცე საუკუნის ბოლო წლები და 21-ე საუკუნის ორი ათწლეული - ოჯახი სკანდალიდან სკანდალამდე ცხოვრობს. ბოლო ამბავი სამეფო ოჯახში 2019 წელს დაწყებულ განხეთქილებას, 2020-ში  სასექსების წყვილის  შეერთებულ შტატებში საცხოვრებლად გადასვლას მოყვა. შემდეგ დაიწყო მედია თავდასხმების სერია, რომლის კულმინაციად “სათადარიგო” იქცა.  ბრიტანეთის სამეფო ოჯახთან დაახლოებული პირები ამბობენ, რომ ჰარიმ დედინაცვალზე თავდასხმით წითელი ხაზი გადაკვეთა და დატრიალებული ქარიშხლიდან გამოსვლა ძალიან გაუჭირდება. ის კი არა როგორც ბრიტანული მედია წერს ჰარის, სავარაუდოდ, მამის ინაუგურაციაზეც კი არ მიიწვიონ და ის შესაძლოა ოჯახიდან საერთოდ მოკვეთონ. მონარქიისთვის მძიმე დარტყმა და ისტორიული ზიანი - ასე აფასებს  ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამეფო კომენტატორი პრინც ჰარის ავტობიოგრაფიას.  რიჩარდ ფიტსუილია


close დახურვა