logo
ENG



საია ოცნებას: მიეცით მშვიდობიან დემონსტრანტებს შეკრების უფლების რეალიზების შესაძლებლობა

15 აპრ 202422:04
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/15/gp10l2z2ez4pv1g.png

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საგანგაშოა ხელისუფლების მცდელობა, დაშალოს მშვიდობიანი დემონსტრანტები ყოველგვარი კანონისმიერი საფუძვლის გარეშე.

საია ქართულ ოცნებას მოწოდებს "არ მიმართოს ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელ პრაქტიკას". 

"ყოველგვარი ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს მოწოდებას (21:43) მშვიდობიანი დემონსტრანტებისადმი, რათა დაიშალონ. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება აქტიური სპეციალური საშუალებები. საგანგაშოა ხელისუფლების მცდელობა, დაშალოს მშვიდობიანი დემონსტრანტები ყოველგვარი კანონისმიერი საფუძვლის გარეშე. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ქართულ ოცნებას, არ მიმართოს ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელ პრაქტიკას და მისცეს მშვიდობიან დემონსტრანტებს შეკრების უფლების რეალიზების შესაძლებლობა", - წერია განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციასთან დაკავშირებით უკვე ორი განცხადება გაავრცელა. გარდა ამისა, ადგილზე სპეცრაზმია მობილიზებული და ბოლო რამდენიმე წუთის განმავლობაში სპეციალური გამაფრთხილებელი სიგნალია ჩართული. 

 


close დახურვა