საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ექსტრაკორპორული განაყოფიერების რეგულაციასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელი მოამზადა. რეგულაცია იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ბრძანებით პირველი სექტემბრიდან შედის ძალაში.
საიაში აცხადებენ, რომ ეს შეზღუდვა ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-15 მუხლს, რომელიც პირადი ცხოვრებისა და ოჯახური ცხოვრების უფლებას იცავს, ვინაიდან, რეგულაცია არ აძლევს შესაძლებლობას წყვილების ნაწილს, სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად იყოლიონ შვილი.
ცნობისთვის, 2020 წლის 15 სექტემბრიდან ამოქმედებული ბრძანების თანახმად, ექსტრაკორპორული გზით განაყოფიერების სერვისით (სუროგაცია) სარგებლობა მხოლოდ იმ წყვილებს შეეძლებათ, რომლებიც ქორწინებაში ან ფაქტობრივ თანაცხოვრებაში, სულ მცირე, 1 წელია არიან.
"ქალისა და მამაკაცის ფაქტობრივ თანაცხოვრებაში ყოფნის ფაქტი ნოტარიუსის წინაშე უნდა დადასტურდეს შესაბამისი დოკუმენტებით", - წერია წულუკიანის მიერ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესში ინიცირებულ ცვლილებებში.