logo
ENG



საკონსტიტუციო ცვლილებები პოლიტიკური პლურალიზმისთვის იქნება მნიშვნელოვანი - ჯოზეფ ბორელი

29 ივნ 202023:13
3 წუთის საკითხავი
 
em0jyuj46be1ace.jpg

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ულოცავს და სოციალურ ქსელში წერს, რომ ეს პლურალიზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

„საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება არის მნიშვნელოვანი მომენტი, მომავალი არჩევნების გათვალისწინებით, ქვეყანაში უფრო მეტი პოლიტიკური პლურალიზმის განვითარების მიზნით. გილოცავთ ყველას! ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს გვერდში დგომას არჩევნების შემდგომ მომზადებაში", - წერს ბორელი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები დღეს, 29 ივნისს დაამტკიცა - მესამე მოსმენით კანონში შევიდა ცვლილებები, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120-30-ზე პროპორციით ჩატარდება.


close დახურვა