ევროპა "ცეცხლის რკალში" - ამ სათაურით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი აქვეყნებს ბლოგს, რომელშიც გეოპოლიტიკურ გარემოზე საუბრობს, მათ შორის რუსეთის ომზე უკრაინაში.
რუსეთის აგრესიული პოლიტიკის კონტექსტში ის ახსენებს საქართველოსაც.
"არაერთხელ მითქვამს - რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ არის ეგზისტენციალური საფრთხე ევროკავშირისთვის. თუ ვლადიმერ პუტინი გაიმარჯვებს, ის აუცილებლად გაატარებს თავის იმპერიულ პოლიტიკას სხვა მეზობლების წინააღმდეგ, განსაკუთრებით ევროპაში.
ჩვენ უკვე ვნახეთ ამ აგრესიული პოლიტიკის შედეგები საქართველოსა და მოლდოვაში.
ევროპის მიღმა, თუ ჩვენ ვერ დავეხმარებით უკრაინას თავისი სუვერენიტეტის დაცვაში, ჩამოიშლება წესებზე დაფუძნებული მთელი მსოფლიო წესრიგი, რომლის მხარდაჭერასაც გლობალურად ვცდილობდით"- წერს ბორელი.