logo
ENG



სალაძე ე.წ. კლანზე:მათ საკონსტიტუციო სასამართლოში უნდათ რომ თავიანთი საცეცები ხვდებოდეთ

23 ივნ 202012:44
3 წუთის საკითხავი
 

კლანის გავლენები საკონსტიტუციო სასამართლოში -  როგორ ცდილობს "ქართული ოცნება" რომ სასამართლო ხელისუფლება საბოლოოდ პარტიის ინტერესებს დაექვემდებაროს. „ფორმულას" ექსკლუზიურ ინფორმაციას კვე მოჰყვა გამოხმაურება.

EMC-ის წარმომადგენელი, გურამ იმნაძე აცხადებს, რომ სასამართლო სისტემაში არსებული გავლენიანი ჯგუფები მათი გავლენების გაფართოებას მუდმივად ცდილობენ. გურამ იმნაძის თქმით, თუკი ეს ჯგუფები ხელისუფლებასთან კოორდინაციით მოქმედებენ, არსებობს რისკები, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ორგანო აღარ იყოს დამოუკიდებელი.

„ჩვენ უკვე დიდი ხანია ვსაუბრობთ იმაზე, რომ სასამართლო სისტემაში არსებული გავლენიანი ჯგუფი მუდმივად ცდილობს მისი ძალაუფლების გაფართოებას და ამ მხრივ გამონაკლისი არ შეიძლება იყოს საკონსტიტუციო სასამართლო და ჩვენ ვერ გამოვრიცხავთ, რომ კლანს სურვილი აქვს მისი გავლენები გაავრცელოს, მათ შორის საკინსტიტუციო სასამართლოზეც და ცხადია ეს პრობლემურია, რადგან საბოლოო ჯამში თუკი გავიაზრებთ იმას, რომ ეს ჯგუფი მუდმივად მოქმედებს ხელისუფლებასთან კოორდინაციით, საბოლოოდ ვიღებთ რეალობას, რომ სახელმწიფოს დემოკრატიის კრიტიკული მნიშვნელობის მქონე ორგანო, შეიძლება აღარ იყოს იმ დოიზით დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, საუბარია საკონსტიტუციო სასამართლოზე, როგორც ამ დრომდე იყო“,-აცხადებს გურამ იმნაძე.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის", სულხან სალაძე აცხადებს, რომ დიმიტრი გვრიტიშვილმა თავისი განცხადებით დაადასტურა, მათ საკონსტიტუციო სასამართლოში თავიანთი გავლენები უნდათ. სულხან სალაძის თქმით, ტურავას მიერ წარდგენილ სიაში ორი ე.წ. კლანის მიერ გამწესებული ადამიანია, ორს კი კავშირები მოქმედ ხელისუფლებასთან აქვს.

„ბატონი დიმიტრი გვირტიშვილის განცხადებით, ის ამბობდა, რომ საერთო სასამართლოებს სჭირდება წარმომადგენელი საკონსტიტუციო სასამართლოში. პრაქტიკულად მან დაადასტურა, რომ ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს კი არ უყურებენ, როგოც კონსტიტუციური მართლმსაჯულების განმახორციელებელ ინსტიტუციად, არამედ ისინი უყურებენ სასამართლოს, როგორც მათ სასამართლოს გაგრძელებას და მათ უნდათ რომ მათი საცეცები იქაც ხვდებოდეს. როდესაც ვხედავთ ბატონი მერაბ ტურავას წარმდგენი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართკლეების სიას, ამ სიაში თავად მერაბ ტურავას გარდა არის მხოლოდ, ორი კლანის მიერ გამწესებული მოსამართლე და ორი ადამიანი, რომლის კავშირებში ქართულ ოცნებასთან ეჭვი არავის ეპარება“,-აცხადებს სულხხან სალაძე.

 


close დახურვა