აშშ-ს მიაჩნია, რომ უკრაინის შესვლა NATO-ში "სხვა დროს უნდა იქნას განხილული". ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.
"ამერიკის შეერთებულ შტატები ათეულობით წლის განმავლობაში მკაფიოდ აცხადებდა, რომ მხარს ვუჭერთ NATO-ს ღია კარის პოლიტიკას. ნებისმიერი გადაწყვეტილება NATO-ს წევრობაზე მიიღება 30 მოკავშირესა და იმ ქვეყნებს შორის, რომელთაც სურთ წევრობა", - თქვა სალივანმა ბრიფინგზე.
"ახლა მიგვაჩნია, რომ უკრაინის მხარდაჭერის საუკეთესო გზა ესაა უკრაინაში ადგილზე პრაქტიკული დახმარება და რომ პროცესი ბრიუსელში სხვა დროს უნდა იქნას განხილული", - აღნიშნა მან.
რუსეთმა უკრაინის 4 ოლქის ანექსიას მოაწერა ხელი. სიტყვით გამოსვლისას პუტინმა უკრაინას მოუწოდა "მყისიერად შეწყვიტოს ცეცხლი და დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან".
რუსეთის პრეზიდენტის მიმართვიდან მალევე უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ NATO-ს დაჩქარებული გაწევრიანებისთვის განაცხადი შეაქვთ.
NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტეოლტენბერგმა განაცხადა, რომ NATO-ს კარი ღია რჩება, ამავე დროს, კი აღნიშნა, რომ წევრობაზე გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული 30 მოკავშირის მიერ და ასეთ გადაწყვეტილებებს კონსენსუსის გზით იღებენ.