logo
ENG


პუტინი: მოვუწოდებთ კიევს, მყისიერად შეწყვიტოს ცეცხლი და დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან
  • 731ნახვები

მსურს, რომ კიევის ხელისუფლებამ და მათმა პატრონებმა დასავლეთში კარგად მომისმინონ და გაიგონ, რომ ლუჰანსკსა და დონეცკში, ასევე ხერსონსა და ზაპოროჟიეში მცხოვრები ხალხი ჩვენი მოქალაქეები ხდებიან და ეს ასე იქნება სამუდამოდ. მოვუწოდებთ კიევის რეჟიმს, მყისიერად შეწყვიტოს ცეცხლი, სამხედრო მოქმედებები, ომი, რომელიც ჯერ კიდევ 2014 წელს გააჩაღა და დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან. ჩვენ ამის მზაობა გვაქვს და არაერთხელ განვაცხადეთ ამის შესახებ. მაგრამ დონეცკსა და ლუჰანსკში, ზაპოროჟიესა და ხერსონში ხალხის გადაწყვეტილების შეცვლაზე არ იქნება საუბარი, რადგან მათ უკვე გააკეთეს თავისი არჩევანი და რუსეთი მათ არ უღალატებს

თქვა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა. ამ წუთებში, პუტინი კრემლში უკრაინის ოთხი რეგიონის - ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუჰანსკის ანექსირების ოფიციალურად გამოცხადების ღონისძიებაზე სიტყვით გამოდის.

 

 



ასევე ნახეთ
close დახურვა