საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში მივიდა. ქვეყნის მთავარსარდლის ყოველწლიური მოხსენება ნახევრად ცარიელ დარბაზში მიმდინარეობს. ზურაბიშვილს პარლამენტში მხოლოდ მმართველი გუნდის წარმომადგენლები უსმენენ. რეგლამენტის თანახმად დეპუტატებს შეკითხვის დასმის უფლება არ აქვთ. სწორედ ამ მიზეზით განაცხადეს დამოუკიდებელმა დეპუტატებმა პრეზიდენტის მოხსენების მოსმენაზე უარი, რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს, ისინი ბოიკოტის რეჟიმს აგრძელებენ და აცხადებენ, რომ "ივანიშვილის ხელდასმული პრეზიდენტის" მოსმენას არ აპირებენ.
სალომე ზურაბიშვილის მოსმენა პარლამენტში ნახევრად ცარიელ დარბაზში მიმდინარეობს
04 მარ 202014:20
3 წუთის საკითხავი