logo
ENG



სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ესაუბრა

05 მაი 202010:13
3 წუთის საკითხავი
 

სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ესაუბრა. სატელეფონო საუბრისას ზურაბიშვილმა შარლ მიშელთან კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი კრიზისული ვითარება განიხილა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლების იმ გეგმებითაც დაინტერესდა, რომელიც ეკონომიკის გახსნის სტრატეგიას უკავშირდება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ევროკავშორის მხრიდან კრიზისის შემდეგ ,  სხვადასხვა მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობა იგეგმება. საქართველოს პრეზიდენტმა ევროსაბჭოს პრეზიდენტს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ივითარების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.


close დახურვა