მექანიზმი, რაც რჩება იმისთვის, რომ სააკაშვილის სიცოცხლე გადარჩეს სწრაფად, ეს არის სასამართლოს გადაწყვეტილება. სასამართლო არის ჩანიშნული მომავალ კვირას.
ყველაზე მარტივი იქნებოდა, რომ სასამართლოს მიეცა შესაძლებლობა, რომ მოიქცეს ისე, რომ გადაარჩინოს ამ ადამიანის სიცოცხლე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იუსტიციის მინისტრი პარლამენტში ციტირებს, რომ მისცა შესაძლებლობა დამოუკიდებელ ექსპერტიზას, საერთაშორისო ექსპერტიზას ემუშავა და ხელისუფლებას რა არჩევანი აქვს? ერთი, რომ ამ ექსპერტიზის დასკვნებს ენდოს და მაშინ, ეს დასკვნები უნდა იყოს ასახული სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ან უნდა თქვას, რომ არ ენდობა ექსპერტიზის დასკვნებს და ალტერნატიული ექსპერტიზა მოითხოვოს. დევს დასკვნა, რომ ეს ადამიანი [სააკაშვილი] დაიღუპება. არის, სავარაუდოდ, მოწამლული და ჩვენ მიგვაჩნია, რომ სასწრაფოდ გადაყვანილი უნდა იყოს სამკურნალოდ.