logo
ENG



სამადაშვილი: ოცნების დღევანდელი პრესკონფერენცია არის რუსეთთან შეთანხმებით დაგეგმილი

28 ივლ 202115:27
3 წუთის საკითხავი
 
სამადაშვილი: ოცნების დღევანდელი პრესკონფერენცია არის რუსეთთან შეთანხმებით დაგეგმილი

სალომე სამადაშვილის განცხადებით, ქართული ოცნების მიერ შარლ მიშელის შეთანხმების ანულირება რუსული სცენარია და რუსეთთან შეთანხმებითაა დაგეგმილი.

შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერის თქმით, ქართული ოცნება ამბობს უარს ქვეყნის ევროპული განვითარების გზაზე და მიღებულ გადაწყვეტილებაზე უნდა დაეკისროს პოლიტიკური პასუხისმგებლობა.

„მინდა ყველას ესმოდეს - ეს არ ნიშნავს უარის თქმას მხოლოდ მიშელის შეთანხმებაზე. ქართულმა ოცნებამ უარი განაცხადა, ფაქტობრივად, რომ ისინი უარს ამბობენ ქვეყნის ევროპული განვითარების გზაზე. მინდა, ყველას ესმოდეს, რომ მე მიმაჩნია დღევანდელი პრესკონფერენცია სიტყვასიტყვით, მთელ ეს ქორეოგრაფია პოლიტიკური არის დაგეგმილი რუსეთთან შეთანხმებით.

მიუხედავად იმისა, რომ მიმაჩნია, ნაციონალურმა მოძრაობამ შეცდომა დაუშვა, როცა ხელი არ მოაწერა შეთანხმებას და მისცა ქართულ ოცნებას საბაბი, ხელი გაიშვიროს ენმ-სკენ, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება ამაზე ქართულ ოცნებას", - აცხადებს სამადაშვილი.

თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე ქართულმა ოცნებამ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეთანხმებამ თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. 

ქართული ოცნება უარს ამბობს ვალდებულებაზე, ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები 43%-ზე ნაკლების აღების შემთვევაში, 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს და ამბობს, რომ არჩევნები, შესაძლოა, 53%-ის შემთხვევაშიც დაინიშნოს, თუმცა ეს მმართველი გუნდის "კეთილ ნებასა" და სხვადასხვა პირობაზე იქნება დამოკიდებული.


close დახურვა