ამერიკელი სამართალდამცველები მერილენდში რობერტ კენედის შვილიშვილს ეძებენ.
41 წლის მეივ კენედი-მაკკინი 8 წლის შვილთან ერთად წყალში ბურთის ასაღებად შევიდა, მაგრამ ძლიერი ნაკადის გამო ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლო. დედა-შვილი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.
ინციდენტი ჩესაპიკის ყურეში მოხდა. კენედის შვილიშვილი დედასთან სტუმრად იმყოფებოდა.
კენედების დინასტიის ტრაგედია ჯონ კენედის მკვლელობით დაიწყო, 5 წლის შემდეგ მოკლეს მისი ძმა რობერტ კენედი, შარშან აგვისტოში კი სახლში გარდაცვლილი იპოვეს მისი 22 წლის შვილიშვილიც.