logo
ENG



სამართალდამცველებმა ალ-აქსას მეჩეთთან რამდენიმე ადამიანი დააკავეს

24 მაი 202011:46
3 წუთის საკითხავი
 

მუსლიმები რამადანის დასრულებას ზეიმობენ. ურაზა-ბაირამის დღესასწაულის აღნიშვნა იერუსალიმში შეტაკებებით დაიწყო. სამართალდამცველებმა ალ-აქსას მეჩეთთან რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

ისრაელის პოლიციის ცნობით, ისინი ადგილზე არეულობის გამოწვევას ცდილობდნენ. რამდენიმე ადამიანმა სალოცავის ტერიტორიაზე შესვლაც სცადა, თუმცა ძალოვნებმა მათ ამის უფლება არ მისცეს, რადგან ალ-აქსას მეჩეთი პანდემიის გამო ამ დრომდე დაკეტილია.

ტრადიციულად, 30-დღიანი მარხვის დასრულებას მუსლიმები მეჩეთებში მასობრივი ლოცვებითა და შეკრებებით აღნიშნავენ, თუმცა წელს მორწმუნეებს მთელს მსოფლიოში ურჩევენ, რომ დღესასწაული სახლებში გაატარონ. 


close დახურვა