სამართალდამცველებმა აფრიკის დასახლებაში წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით 8 ადამიანი დააკავეს.
დედაქალაქის მერიამ აფრიკის დასახლებაში უკანონო მშენებლობების დემონტაჟი დაიწყო. ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც უსახლკაროდ რჩება, აქციას მართავს და დახმარებას ითხოვს. ადგილზე სამართალდამცველები და მძიმე ტექნიკაა მობილიზებული.